”როგორ ფიქრობენ მდიდრები” - რჩევები მილიარდერი სტივ სიბოლდისგან

”საშუალო სტატისტიკური ადამიანი ფიქრობს, რომ მდიდარი ადამიანი ან იღბლიანია ან ბოროტმოქმედი.

უზრუნველყოფილებმა კი იციან, რომ სიმდიდრე, შესაძლოა, ბედნიერების გარანტი არ არის, მაგრამ ცხოვრებას გაცილებით იოლსა და სასიამოვნოს ხდის", - წერს ცნობილი ამერიკელი ბიზნესფსიქოლოგი და წიგნის "როგორ ფიქრობენ მდიდრები" ავტორი, მილიარდერი სტივ სიბოლდი.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" სტივ სიბოლდის რჩევებს ავრცელებს, თუ როგორც იშოვოთ მილიარდი თავად. გამოცემის ცნობით, სტივ სიბოლდი სწორედ იმ მილიარდერთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ქონება თავად იშოვა.

1. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნებისმიერს შეუძლია იმდენი ფული იშოვოს, რამდენის შოვნაც სურს.

2. არც თქვენი ბეგრაუნდი, არც თქვენი უმაღლესი განათლება და არც IQ არაფერს ნიშნავს, როცა საქმე ფულის შოვნას ეხება.

3. ფულის შოვნის ყველაზე სწრაფი გზა პრობლემის გადაჭრაა. რაც უფრო დიდ პრობლემას გადაჭრით, მით მეტ ფულს იშოვნით.

4. ნუ დაუგდებთ ყურს ადამიანებს, რომლებიც ჩაგჩიჩინებენ, რომ ცხოვრება დიდი ბრძოლაა და კმაყოფილი უნდა იყოთ იმით, რაც გაქვთ.

5. ყოველთვის დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენი შეგიძლიათ დიდი ფულის შოვნა - არა 100, 500 ათასის, არამედ მილიონი დოლარის. რატომაც არა?

6. სიმდიდრე პრივილეგია არ არის. სიმდიდრე ეს ცხოვრების სწორი წესია.

7. ნუ დაელოდებით, რომ ნაპირზე ხომალდი მხოლოდ თქვენთვის მოვა. თქვენ ვერასოდეს გადარჩებით ან გამდიდრდებით გარე ძალების დახმარებით. თუ ბევრი ფული გინდათ, თავად ააგეთ ხომალდი. არავინ მოვა თქვენს გადასარჩენად.

8. შეწყვიტეთ წუწუნი იმის გამო, რომ ფული აღარ გაქვთ. ნაცვლად ამისა, იფიქრეთ იმაზე, როგორ იშოვოთ კიდევ უფრო მეტი ფული. ფულის გამო მუდმივი წუწუნი სიკეთეს არ მოგიტანთ. სჯობს ამის მაგივრად ფულზე ოცნება გააგრძელოთ.

9. შეწყვიტეთ საკუთარი თავისთვის იმის მტკიცება, რომ გამდიდრება თქვენს ხელში არ არის. სინამდვილეში ფულის შოვნა თქვენი საქმეა.

10. იყავით ორიენტირებული მომავალზე. მილიონერები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს, იმიტომ გახდნენ წარმატებულნი, რომ წინ იყურებოდნენ. ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ აეხდინათ ოცნებები. ის კი, ვინც ფიქრობს, რომ საუკეთესო ცხოვრება წარსულში დარჩა, ძალიან იშვიათად აღწევს რამეს, ვინაიდან ხშირად იტანჯება დეპრესიით.