სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ ანგარიშზე 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევროა ჩარიცხული

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 23 562 002 ლარია მობილიზებული.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევრო.

13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად მიიჩნევა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.