"ორთაჭალაჰესის" ფარების გახსნის გამო, მტკვრის ზოგიერთ მონაკვეთზე წყლის დონე მომატებულია

30 ივნისს, 00.00 საათიდან "ორთაჭალაჰესის" ფარები გაიხსნა, რამაც რამდენიმე მონაკვეთზე მტკვარში წყლის დონის მატება გამოიწვია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო გახდა "ორთაჭალჰესის" ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა, აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან ორთაჭალაჰესის ფარები გაიხსნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში, ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე.  "ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. "ორთაჭალჰესი" მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1-ელ ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება", - აცხადებენ სამინისტროში.