biletebi.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული

biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული. როგორც ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ბილეთების გაყიდვა ფაქტობრივად შეუფერხებლად მიმდინარეობს.  "ბილეთების გაყიდვა გრძელდება. ამ დროისთვის 300-მდე ბილეთია გაყიდული. პროცესი ნელა მიმდინარეობს. საიტზე ბევრი მომხმარებელს ერთიანად არ ვუშვებთ, რათა ძლიერმა დატვირთვამ პრობლემები არ გამოიწვიოს. გარკვეული პრობლემების შესახებ მოგვწერეს, მათ შორის რიგის ბოლოში გადასროლის შესახებ და ჩვენ ამ შემთხვევებს ვსწავლობთ", - აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დამთავრდება კონკრეტულად ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთის გაყიდვა.