გახმაურებული ფესტივალის გასაიდუმლოებული დეტალები

GEM fest-ის სრული line up ცნობილია. არტისტების სიას ლეგენდარული დიჯეი Luciano, ამჟამად ბერლინში მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი დიჯეი Ellen Allien და მელომანებში განსაკუთრებულად პოპულარული რუმინელი არტისტი Petre Inspirescu დაემატა. ელექტრონული ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gem-fest.com ქართველი ჰედლაინერებიც გამოჩნდნენ. GEM Fest-ზე, ასევე, წარმოდგენილნი იქნებიან NINO KATAMADZE & INSIGHT GEORGIAN BRASS & STRINGS Conductor - NIKOLOZ RACHVELI / LOUDspeakers.

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის სცენის და აუდიტორიის გულის დასაპყრობად მსოფლიოს წამყვანი შემსრულებლები ემზადებიან. ფესტივალს გრემის ნომინანტი და „ბუმა კულტურ პოპის“ ჯილდოს მფლობელი ტრანს დიჯეი, არმინ ვან ბიურენი გახსნის. GEM fest-ის ყველა ჰედლაინერის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.gem-fest.com. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, არ არის გამორიცხული, რომ გართობის ტემპერატურამ ანაკლიაში დუღილის ტემპერატურას გადააჭარბოს.

GEM fest-ის საინფორმაციო მხარდამჭერია bpn.ge.