აუქციონზე 39 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 39 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მათივე ინფორმაციით, მოთხოვნამ შეადგინა 39 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.110 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.504 პროცენტით განისაზღვრა.