ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აბიტურიენტებისათვის უფასო ტრანსპორტი დანიშნა

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ბორჯომელი აბიტურიენტები ახალციხის მიმართულებით უფასოდ იმგზავრებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ავტობუსი მათ 2015 წლის 2-დან 10 ივლისის ჩათვლით მომსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოფილი გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, დილის 6:50 საათზე გავა. ავტობუსები აბიტურიენტებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ყიფიანსა და "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" დირექტორს დავით ზაალიშვილს ეკუთვნით.