საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი წესდება

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი წესდება. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც თანამდებობის პირი არ არის, ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სამსახურებრივი მივლინებისთვის გათვალისწინებული ხარჯებისა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს.

აღნიშნული შეზღუდვა თბილისის საკრებულოს წევრებზე არ ვრცელდება. როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი განმარტავს, ასეთი ხარჯი ხელფასის სახით მიღებულ თანხად არ ჩაითვლება და არ დაიბეგრება.