საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე მოსახლეობა აქციების გამართვას გეგმავს

საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მოსახლეობა აქციების გამართვას გეგმავს. "ბიბისის" ცნობით, გაიმართება ორი დამოუკიდებელი დემონსტრაცია. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მხარდასაჭერად გამოვა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კრედიტორების წინადადებას.

ევროზონის ლიდერები ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საბერძნეთს დამატებით 50 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

საბერძნეთში რეფერენდუმი კვირას, 5 ივლისს გაიმართება.