სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 700 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 700 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შესული მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე განხილილული საკითხებიდან, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული და კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 746 207.45 ლარი შეადგინა. მათ შორის, ხანდაზმული დავალიანებების ოდენობა 93,270,45 ლარით განისაზღვრა.

სემეკის ინფორმაციით, სექტორების მიხედვით, ჩამოწერილი თანხების ყველაზე დიდი ოდენობა ელექტროენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა - 628 321.65 ლარი. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.