ალექსის ციპრასი ამომრჩეველს მოუწოდებს, რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ შანტაჟს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ამომრჩეველს მოუწოდებს, 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ "შანტაჟს".

"ბიბისის" ცნობით, სატელევიზიო მიმართვისას, ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ევროკავშირში ყოფნა არ არის სარისკო. კვირას დაგეგმილ რეფერენდუმზე ბერძენმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, მხარი დაუჭირონ თუ არა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებს რეფორმების შესახებ. ევროკავშირის ლიდერების თქმით, თუ ამომრჩეველი მათ წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.