"სოტბის" აუქციონმა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით რეკორდი დაამყარა

ლონდონის "სოტბის" აუქციონზე ენდი უორჰოლისა და ფრენსის ბეკონის გაყიდულმა ხელოვნების ნიმუშებმა, აუქციონის სახლს ერთ დღეში რეკორდული შემოსავალი - 130,4 მილიონი მოუტანა.

"სოტბის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ენდი უორფოლის ნამუშევარი "ერთი დოლარი" 20,9 მილიონ ფუნტად გაიყიდა. პოპ-არტის მეფედ წოდებულმა უორჰოლმა ნამუშევარი 1962 წელს შეასრულა.

ამავე აუქციონზე გაიყიდა ფრენსის ბეკონის ცნობილი შედევრები "ავტოპორტრეტი" და "სამი ეტიუდი ავტოპორტრეტისთვის", რომლებიც მანამდე კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იყო და არასდროს გამოფენილა. ბეკონის ნახატებმა "სოტბის" 30 მილიონი ფუნტი მოუტანა.

"სოტბის" აუქციონზზე 989 ათას ფუნტად გაიყიდა ლუსიენ ფროიდის "ოთხი კვერცხი თეფში".