ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის კომუნალური სამსახურის უფროსი და სპეციალისტი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის" უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული ოდენობის თანხა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.