"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს სადეპოზიტო სერტიფიკატებს სთავაზობს

"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს სადეპოზიტო სერტიფიკატებს სთავაზობს. ბანკის ინფორმაციით, სადეპოზიტო სერტიფიკატი დანაზოგის განთავსების და ანაბრებს შორის ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა. საბანკო ანაბრისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს ის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.

"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს ორი სახის სადეპოზიტო სერტფიკატს სთავაზობს: დისკონტური და საპროცენტო. "დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება დისკონტით, ანუ სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ სერტიფიკატის მფლობელი იღებს მის ნომინალურ ღირებულებას.  დისკონტური სერტიფიკატის ყიდვის მინიმალური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, დოლარს ან ევროს; მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი: 10,80%; ვადა: 3-დან 60 თვემდე. საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა ხორციელდება ნომინალური ღირებულებით. ხოლო საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და გადახდა ხდება ყოველთვიურად", - აცხადებენ "ვითიბი ბანკში".

მათივე ინფორმაციით, საპროცენტო სერტიფიკატის ყიდვის მინიმალური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, დოლარს ან ევროს; მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი: 10,65%; ვადა: 3-დან 60 თვემდე.

სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია "ვითიბი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.