"თბილსერვის ჯგუფმა" სვანიძის ქუჩაზე მუშაობა დაასრულა

"თბილსერვის ჯგუფმა" სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. როგორც "თბილსერვის ჯგუფში" განაცხადეს, ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელებმა თბილისის მერის მოადგილეს, გიორგი სოლომონიას გააცნეს.  მათივე ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე სამუშაოები 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სვანიძის ქუჩაზე დაზიანებული სახლები და მიმდებარე ტერიტორია სრულად გაიწმინდა სტიქიის შემდეგ დაგროვილი შლამისაგან, ხოლო მდინარე ვერე პირვანდელ კალაპოტს დაუბრუნდა.