იუნკერი საბერძნეთის ევროზონაში დარჩენის მომხრეა

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის წინააღმდეგია.

"ვისურვებდი, რომ თავიდან ავიცილოთ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა. ევროკავშირში ბევრია ისეთი, ვინც საჯაროდ ან სხვა გზებით ეწევა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის კამპანიას. თუმცა, გამოცდილება მკარნახობს, რომ მარტივი პასუხები პრობლემის გადაჭრის ცუდი მეთოდია", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროზონის 19 ქვეყნის ფინანსური მინისტრები საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს, ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. დღეს საბერძნეთში არსებული ვითარების მოსაგვარებლად ბრიუსელში ევროზონის ლიდერები შეიკრიბებიან.