საბერძნეთის მოვლენების ფონზე ევროს კურსი ეცემა

ევროზონის ქვეყნების ლიდერთა საგანგებო სამიტის წინ, დოლართან მიმართებაში ევროს კურსი ეცემა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, დღეს დილით ევროს კურსი 0,5%-ით, 1,1037 დოლარამდე შემცირდა. ევროს კურსი დაეცა იენთან მიმართებაშიც და 135,37 იენი

შეადგინა.

რაც შეეხება დოლარს, "ბლუმბერგის" ცნობით, დოლარის კურსი იენთან მიმართებაში გამყარდა და 122,65 იენი შეადგინა.

ბრიუსელში დღეს საბერძნეთში შექმნილ ვითარებაზე მოლაპარაკებების მიზნით, ევროზონის ქვეყნის ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ის საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის წინააღმდეგია.