აზია-წყნარი ოკეანეთის ქალაქები გლობალური ეკონომიკის მთავარი მოთამაშეები არიან

ბოლო წლებში, გლობალური ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წილი აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის დიდ ქალაქებს მიუძღვით.

Booking Institution-ის ანალიზის - Asia-Pacific MetroMonitor - თანახმად, 2014 წელს აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის 100 უდიდესი ქალაქის მშპ-მა საერთო ჯამში, გლობალური მშპ-ის 20% შეადგინა, გლობალური მშპ-ის ზრდაში კი ამ ქალაქების წილი 29%-ია.

“ამ ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის ვექტორი აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ გადაიხარა, რამდენადაც აზია აგრძელებს ამ გზას ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის ხარჯზე”, - აღნიშნავენ ანალიზის ავტორები.

Booking Institution-ის ანალიზში  100 უდიდესი ქალაქი მოხვდა, მათ შორის ჩინეთის - 49, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის - 19, ჩრდილოეთ ამერიკის - 12, სამხრეთ აზიისა და ლათინური ამერიკის - 7 და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ექვსი ქალაქი მოხვდა.