ნიდერლანდების პრემიერი: ერთადერთი გზა ევროზონაში საბერძნეთის დასარჩენად, ღრმა რეფორმების გატარებაა

ერთადერთი გზა საბერძნეთის ევროზონაში დასარჩენად ღრმა რეფორმების გატარებაა, - ამის შესახებ "ევრონიუსის" ცნობით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია ასეთია: საბერძნეთმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. მან უნდა დაზოგოს ფული იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ჯანსაღი ეკონომიკა უზრუნველყოს. თუმცა, მათ რეფერენდუმის ჩატარების და დაუსრულებელი მოლაპარაკებების პარალელურად, ფული უმთავრდებათ. ის ასე არსებობას ვეღარ გააგრძელებს", - აღნიშნა მარკ რუტემ.

ნიდერლანდების მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ სურვილი, საბერძნეთს ფინანსური დახმარება გაუწიონ მანამ, ვიდრე ათენი ევროზონის პირობას რეფორმების შესახებ არ დააკმაყოფილებს.