საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე უარი საბოლოოდ განაცხადა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ვაშინგტონში ვიზიტისას რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე უარი საბოლოოდ განაცხადა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" ფრანგულ გამოცემა "სპუტნიკზე" დაყრდნობით წერს.

რუსეთის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კი საფრანგეთი მზად არის 1,2 მილიარდი ევრო გადაიხადოს. ამასთან, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვერტმფრენმზიდის შეძენა აშშ-ს შესთავაზა. თუმცა, ამერიკის თავდაცვის მინისტრ ეშტონ კარტერისგან პასუხი არ მიუღია.

ლე დრიანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის შეჩერება სტრატეგიულ ხასიათს ატარებდა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება.