ჩინეთის საფონდო ბაზარი თითქმის 7%-ით დაეცა

შანხაის საფონდი ბირჟის ინდექსი დღეს დილით 6,4%-ით , CSI300-ის ინდექსი კი, რომელიც შანხაისა და შენჩჟაენში უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, 6,7%-ით დაეცა.

”როიტერის” ინფორმაციით, შანხაისა და შენჩჟაენის ბირჟაზე 500-ზე მეტმა კომპანიამ აქციებით ვაჭრობა შეაჩერა.

ჩინეთში შექმნილ ვითარებას ზოგიერთმა ანალიტიკოსმა უკვე უწოდა ”ჩინეთი 1929”, როდესაც ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ინდექსები მინიმუმამდე დაეცა, რამაც დასაბამი დაუდო ”დიდი დეპრესიის” ეკონომიკურ კატასტროფას.

ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ჩინეთის კომპანიების აქციები 30%-ით გაუფასურდა.

BlackRock-ის, Credit Suisse-სა და Bank of America-ს ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადეს, რომ ჩინეთის ბაზარზე მცირე ღრმულები გაჩნდა.

”როიტერის” ცნობით, წამყვანი ბროკერები თანახმა არიან, 19 მილიარდი დოლარი შეიტანონ ბაზრის სტაბილიზაციის ფონდში, რომელიც საბირჟო ფონდებში მაღალი კაპიტალიზაციის ქაღალდების ინვესტირებას მოახდენს.