საბერძნეთი რეფორმების გეგმას დღეს წარმოადგენს

ათენი ევროზონის წევრი ქვეყნების ლიდერებს რეფორმების გეგმას, რომელიც ახალი ფინანსური პაკეტის მისაღებად არის აუცილებელი, 9 ივლისს წარუდგენს.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. "საბერძნეთის მთავრობა ხვალ წარმოადგენს ახალ კონკრეტულ წინადადებებსა და რეფორმების გეგმას, რომელიც ნდობას იმსახურებს პრობლემის პატიოსნად და ეფექტურად გადასაწყვეტად", - აღნიშნა ციპრასმა.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო არდადეგების 10 ივლისის დღის ბოლომდე გაგრძელების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. ქვეყნის ბანკები უკვე რვა დღეა დაკეტილია.