როგორ ვიკვებოთ ზღვაზე გემრიელად, მარტივად და ნაკლები დანახარჯებით: ალტერნატიული მენიუ ფულის დასაზოგად

ზაფხულში ზღვაზე წასულებს ყველას გვსურს დასვენება კარგად და თანაც ნაკლები დანახარჯით. გართობასთან ერთად დასვენებისას, რა თქმა უნდა, მთავარი საზრუნავი კვებაა, რაც საქართველოს კურორტებზე არც თუ ისე იაფია.

კაფეებსა და რესტორნებში გემრიელად სადილი ვის არ უყვარს, თუმცა ყოველდღე ამის ფუფუნება ცოტას აქვს. ამიტომ Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ალტერნატიული გზებით როგორ შეიძლება გემრიელად, მარტივად და ნაკლები დანახარჯებით კვება. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი საკვები პროდუქტის მწარმოებელი კომპანიისგან გამოგვეთხოვა პროდუქტების ფასები, რომ შეგვედგინა ერთი დღის კვების საფასური 3-4 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისთვის.

ჩვენი საუზმის, სადილისა და ვახშმის საფასურის უფრო ზუსტად განსაზღვრისთვის კომპანია "ნიკორას" მივმართეთ, რათა გაგვეგო, რა დაგვიჯდება ზღვაზე წასულებს კვება ისე, რომ გემრიელადაც მივირთვათ და მთელი დღე გაზქურასთან ტრიალმაც არ მოგვიწიოს. "ნიკორას" მიერ მოწოდებული ფასებით დღის განრიგი შევადგინეთ.

საუზმეზე შეგვიძლია, მაგალითად, ტოსტის პურზე მარტივად მოვათავსოთ მოხარშული ძეხვი და მდნარი ყველის ფირფიტები, დესერტად დავაყოლოთ კულიჩი. ასე გემრიელად, მარტივად და საკმაოდ ნოყიერადაც კი ვისაუზმებთ, რაც მთავარია, ძვირიც არ დაგვიჯდება. იმის გათვალისწინებით, რომ პატარა კულიჩი 75 თეთრი ღირს, დიდი კი 2.25ლ, მოხარშული ძეხვი "საექიმო" 350 გრამიანი 3.50 ლ, მდნარი ყველის ფირფიტები – 4ლ, ტოსტის პური კი 1.45 ლ, გამოდის, რომ სამი-ოთხი ადამიანის საუზმე სულ რაღაც 15 ლარამდე დაგვიჯდება, როცა კაფეში საუზმისთვის 15 ლარი მხოლოდ ერთ ადამიანს თუ ეყოფა.

სადილი კიდევ უფრო ნოყიერი და გემრიელი უნდა იყოს. შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტზე გააკეთოთ არჩევანი. მარტივად, სწრაფად და გემრიელად შეგიძლიათ მოამზადოთ და მიირთვათ პელმენი, სოსისი ან ნედლად შებოლილი ძეხვი. მით უმეტეს, როცა 4-5 ადამიანზეა საუბარი, ამ პროდუქტების მომზადებით ყველას მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ და თანაც, არც ერთის მოსამზადებლად დიდი დრო არ დაგჭირდებათ.

400 გრამიანი "გურმანის" პელმენის ფასი 3ლარი და 90 თეთრია, ამას დამატებული სოსისი "ივერია", რომელიც 4 კაცისთვის ნახევარი კილო საკმარისი იქნება და მისი ფასი ნახევარ კილოზე 6,95 ლარია, ნედლად შებოლილი ძეხვი (სასუფრედ დაჭრილი) კი 2.90 ლ ღირს. თუ არ გვინდა ხორცი, შეგვიძლია მივირთვათ ხაჭაპური ან ლობიანი, რომელიც მთელ დღეს დაგვანაყრებს. 3 ცალი გაყინული ხაჭაპური 3.65 ლ ღირს, 3 ცალი გაყინული ლობიანი კი 2.45 ლ. მთლიანობაში 4-5 კაციანი ოჯახის სადილი ზღვაზე დაახლოებით 20 ლარია მაშინ, როცა კაფეებსა და რესტორნებში 20-25 ლარად დანაყრება ერთ ადამიანსაც კი გაუჭირდება.

ვახშმამდე წასახემსებლად საუკეთესო ვარიანტია ხილი ან ნაყინი. რაც შეეხება ვახშამს, ის არ უნდა იყოს მძიმე და საკვებით გადატვირთული. მსუბუქი ვახშამი საუკეთესო საშუალებაა, რომ ღამის განმავლობაში ორგანიზმმა სიმძიმე არ იგრძნოს და მიღებული საკვები ადვილად მოვინელოთ. ამისათვის ჩამონათვალში შევიტანეთ მაწონი, ხაჭო და ხრაშუნა. მაწონი 1.40 ლ ღირს, ხაჭო 2.20 ლ, ხრაშუნა კი 3.25 ლ. ჩვენი ვახშმის ფასი 3-4 კაცზე დაახლოებით 10-15 ლარია.

საბოლოოდ, შეიძლება ვიანაგრიშოთ, რომ ერთი დღის კვება 3-4 კაციან ოჯახს დაახლოებით 50 ლარი დაუჯდება, ზუსტად ის ფასი, რაც შეიძლება კაფეში მხოლოდ ერთხელ სადილისას გადავიხადოთ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE