კახეთში 7 000-მდე ტონა ატამი უკვე დაკრეფილია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, კახეთში 6 000-დან 7 000 ტონამდე ატამი დაკრეფილია, საიდანაც 700 ტონამდე ექსპორტზეა გასული.

უწყების ცნობით, დანარჩენის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. "ატმის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ბელორუსის რესპუბლიკაში. ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტის ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება. კახეთის რეგიონში ატმის კრეფა აქტიურ ფაზაში შევიდა. წინასწარი მონაცემებით, კახეთში მოსავლის საერთო რაოდენობა 23 ათას ტონამდე იქნება. საქართველოდან ექსპორტზე 10 000-მდე ტონა ატამი გავა", - აღნიშნავენ სამინისტროში.