ავტოსადგურების მოწესრიგებასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა

საქართველოს მასშტაბით ავტოსადგურების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი მზად არის, მისი წარდგენა შემოდგომის სესიაზე მოხდება და განხილვა დაიწყება. "ამ კანონის მიღების შემდეგ ეფექტი ძალიან დიდი იქნება. პირველ რიგში, მოწესრიგდება ეს დარგი - ავტოსადგურები. იქნება რამდენიმე კლასის ავტოსადგური. მათი კლასებიდან გამომდინარე, მოხდება შესაბამისი სერტიფიცირება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მგზავრები უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს ავტოსადგურების მომსახურებით სარგებლობისას", - განაცხადა მიქელაძემ.