12 უცნაური სამსახური, რომელთა არსებობაც გაგაოცებთ

დღეს უკვე შესაძლებელია ადამიანის დაქირავება ნებისმიერი საქმის შესრულებისთვის. მაგალითად, ძაღლის გასასეირნებლად, ავეჯის ასაწყობად და ა.შ. თუმცა, არსებობს გაცილებით უფრო უცნაური სამსახურებიც. მათ შორისაა მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების მწველავები, რომლებსაც შხამის ექსტრაქტის მოსაგროვებლად ქირაობენ. გველის შხამს შხამსაწინააღმდეგო ნივთიერებების დასამზადებლად იყენებენ და ერთი გრამი 1000 დოლარი ღირს.

უცნაურ სამსახურებს შორის პროფესიონალი მეჯვარეების სერვისიც მოხვდა. ქორწილში ერთი პროფესიონალი მეჯვარის დაქირავება 300-დან 2000 დოლარამდე ღირს. აქვე აღსანიშანია დამტირებლების პროფესიაც, რომლებსაც ახლობლების დასაფლავების დროს ქირაობენ. ისინი საათში საშუალოდ 70 დოლარს იღებენ.

ალბათ ადამიანების დიდ ნაწილს არც აისბერგების მიმომფანტველის შესახებ სმენია. ისინი ძირითადად აშშ-ში არიან ცნობილები, რომლებიც გემების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნვეყოფენ. ხოლო ვინც ძაღლების სპორტულ აქტივობებზე ზრუნავს, მათთვის სერფინგის ინსტრუქტორებს ქირაობს. უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც მხოლოდ ძაღლები დგებიან სერფინგის დაფაზე. ძაღლების კეთილდღეობისთვის არის ასევე მათი საკვების დამგემოვნებლების პროფესიაც. ეს ადამიანები ამოწმებენ შინაური ცხოველების საკვების ხარისხს და მის შემადგენლობას. ცხოველებთან დაკავშირებულ პროფესიებს შორისაა წიწილების სქესის განსაზღვრაც. ისინი წიწილის სქესს მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით საზღვრავენ. მათ ძირითადად მსხვილი ფერმები ქირაობენ, შედეგად ისინი წლიურად 60 000 დოლარს გამოიმუშავებენ.

არის კიდევ ერთი უცნაური პროფესია "სახის კანის შემგრძნობი სპეციალისტები", რომლებიც ამოწმებენ საკუთარი ხელებით ამა თუ იმ ლოსიონის, სახის გამწმენდისა და სხვა თავის მოვლის საშუალებების ეფექტურობას. ისინი საათში 25 დოლარს გამოიმუშავებენ.

მათთვის, ვინც თავს მარტო გრძნობს, შეუძლია დაიქირაოს "მეგობარი", რომელიც მას ჩაეხუტება, უთანაგრძნობს და დაამშვიდებს. ამისათვის კი საათში 80 დოლარი უნდა გადაიხადოს. და ბოლოს, არსებობენ პროფესიონალი რიგში მდგომელები, რომელთა დაქირავებაც შეგიძლიათ მაშინ, თუ თქვენ ნებისყოფა არ გყოფნით რიგში იდგეთ დიდი ხნის განმავლობაში. რიგში მდგომელები კვირაში 1000 დოლარს გამოიმუშავებენ.