ბორჯომში საინფორმაციო-საორიენტაციო მანიშნებლები განთავსდა

ბორჯომში ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საინფორმაციო-საორიენტაციო მანიშნებლები განთავსდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ბორჯომსა და ბაკურიანში 22 საინფორმაციო-საორიენტაციო მანიშნებელი დამონტაჟდა.  საიდენტიფიკაციო აბრებზე აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ძირითადი ღირშესანიშნაობები და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები.

"პროექტის განხორციელების მიზანია ტურისტებსა და ვიზიტორებს დაეხმაროს მათთვის სასურველი ობიექტის მოძებნაში. ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებასა და მის პოპულარიზაციას რაიონში. პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.