"საქართველოში პირველად კარტელური გარიგებისთვის ბიზნესი ჯარიმას გადაიხდის"

"Not Bad, Not Bad!" ("არ არის ცუდი") - ასე ეხმაურება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე  კონკურენციის სააგენტოს მიერ საქართველოში ნავთობიმპორტიორების გამოვლენას, რომლებიც კარტელურ გარიგებასა და ფასების ხელოვნურ ზრდაში არიან მხილებულნი.

"Not Bad, Not Bad! კონკურენციის სააგენტო. საქართველოში პირველად, კარტელური გარიგებისთვის ბიზნესი ჯარიმას გადაიხდის. თავად ამ ფაქტის გარდა, უპრეცედენტოა ჯარიმის მოცულობაც, რომელიც ბიზნესკომპანიებს ეკისრება და ის რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს. საუბარია საწვავის ბაზარზე, რომლის მოთამაშეებიც კარტელურ გარიგებასა და ფასების ხელოვნურ ზრდაში არიან მხილებულნი", - დაწერა ლევან კალანდაძემ "ფეისბუქზე".