საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბრიუსელის შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ევროზონასა და საბერძნეთს შორის მიღწეული შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა.

IMF-ის განცხადებით, რეფორმები, რომლის გატარების პირობაც საბერძნეთმა ფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ დადო, არარეალისტურია. ფონდის განცხადებით, საბერძნეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ვალის გასტუმრებას, თუ კიდევ უფრო შეუმსუბუქდება პასუხისმგებლობა ვალის გადახდასთან დაკავშირებით.

„მომავალი ორი წლის განმავლობაში საბერძნეთის ვალი ქვეყნის მშპ-ის 200%-ს მიაღწევს“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში, საბერძნეთსა და ევროზონის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება დღეს უნდა მოახდინოს.