სემეკი "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე 23 ივლისს იმსჯელებს

"ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე სემეკი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

"სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 24 აპრილს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე წარმოადგენს გაანგარიშებასა და დეტალურ ანალიზს, რაზეც კომისია საჯაროდ იმსჯელებს", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.