რომან აბრამოვიჩმა ინტერნეტრეკლამაში 21 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა

რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის საინვესტიციო ფონდმა 21 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში, რომელიც ინტერნეტრეკლამისთვის ვიდეოკონტენტს ამზადებს.

„დამატებითი სახსრების დახმარებით, გავაგრძელებთ ჩვენი რევოლუციური პლატფორმის შექმნას, რომელიც საიტის მფლობელებს, რეკლამისდამკვეთებსა და კონტენტის მფლობელებს უკეთესი და უსაფრთხო გადაწყვეტილებები მიიღონ ონლაინ ვიდეორეკლამასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ისრაელის კომპანია AnyClip Media-ს განცხადებაში.

AnyClip Media-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია რეკლამისდამკვეთებისთვის, რომლებიც ინტერნეტში ათავსებენ, დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. მსხვილ კინოსტუდიებთან, მათ შორის კინოსტუდია Warner Brothers-თან და Universal-თან თანამშრომლობის წყალობით, კომპანია AnyClip Media-მ შეძლო შეექმნა ვიდეორგოლების უმსხვილესი ბაზა, რომელიც ნებისმიერი პროდუქციისა და მომსახურების ინტერნეტში რეკლამირებისთვის გამოიყენება.

AnyClip Media-ს მიერ შექმნილი ქსელის მეშვეობით, რეკლამისადმკვეთთა განცხადებები ასობით ათას საიტზე ხვდება, რაც მათ საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახდინონ და მიაღწიონ მიზნობრივ აუდიტორიამდე.

კომპანია IAB-ის პროგნოზით, 2015 წელს ინტერნეტში ვიდეორეკლამის მოცულობა 46%-ით გაიზრდება და მასზე დანახარჯები 10,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.