"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გააგრძელებს

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას კიდევ გეგმავს, - ამის შესახებ "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა მი ენხუამ ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინვესტორმა კომპანიისა და საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

"ეს კიდევ არ არის საკმარისი, "ჰუალინგ ჯგუფი" გააკეთებს უფრო მეტს იმ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში, რაც არის საქართველოში და ქართველი ხალხისთვის გააკეთებს კიდევ უფრო დიდ საინვესტიციო პროექტებს. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია და ჩვენი დეველოპერული პროექტი "ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" უფრო განვითარდება, უფრო გალამაზდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სხვა საინვესტივიო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მთავრობას ძალიან დიდი ხელშეწყობისთვის, არაკორუფციული, ხელსაყრელი გარემოსთვის, რასაც უქმნის ინვესტორებს", - აღნიშნა მი ენხუამ.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.