მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები მალე გაუჩინარდება

Samsung და Apple ახალი თაობის სიმ-ბარათების შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც ვირტუალური სახე ექნება.

ახალი სიმ-ბარათები ელექტრონული იქნება და იგი მომხმარებელს საშუალებას მისცემს გადავიდეს სხვა მობილური ოპერატორის მომსახურებაზე ბარათის გამოცვლის გარეშე. ახალი თაობის სიმ-ბარათებზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა და მალე დასრულდება.

ვირტუალური სიმ-ბარათების შემქმნელი ჯგუფი იმედოვნებს, რომ სიმ-ბარათების გამოყენება 2016 წლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება. ვირტუალური სიმ-ბარათის შექმნაზე "ბლექბერიც" მუშაობს.