ბაკურიანში ველოპარკის მშენებლობა დაიწყება

ბაკურიანში რამდენიმე კვირაში პროფესიონალური დონის ველოპარკის მშენებლობა დაიწყება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ანალოგიური პროექტი გუდაურში ხორციელდება, რომლის მიზანია დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა. ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტებზე სეზონურობის გახანგრძლივებას.

მათივე ინფორმაციით, ველობილიკი არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს და გადაადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ველო ბილიკებით სარგებლობა ტურისტებისა და ექსტრემის მოყვარულებს დღესაც შეუძლიათ.