პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე სავარაუდოდ, ფასი შემცირდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შესაბამის გეგმაზე უწყება უკვე მუშაობს.

მინისტრის განმარტებით, 200-ზე მეტი დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შემცირება შემოდგომიდან იგეგმება.

"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. ვფიქრობ, ეს მოხერხდება პირველადი მოხმარების ე.წ. ესენციურ მედიკამენტებზე ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს დაიწყება გეგმის მიხედვით შემოდგომიდან, როდესაც 200-ზე მეტ ძირითად მედიკამენტზე მოვახერხებთ ფასების დაწევას. ამის მიღწევის ინსტრუმენტები არის ორი: კონკურენციის გაზრდა და მეორე - ხარისხის სისტემის მწყობრი სისტემის უზრუნველყოფა, რომ იაფიანმა, მაგრამ შესაბამისად უხარისხო მედიკამენტებმა არ დაიკავონ ეს ნიშა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს გეგმა", - განაცხადა სერგეენკომ.