"თელასმა" პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

"თელასის" ცნობით, 2015 წლის პირველ ნახევარში კომპანია "თელასმა" 1 მილიარდ 206,5 მილიონი კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,6% (105,7 მლნ. კვტ-სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 100,8 მილიონი კვტ*სთ).

ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,9%-ით (93,5 მლნ. კვტ-სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 141,1 მილიონი კვტ-სთ შეადგინა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2015 წლის 6 თვეში 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (16,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 549 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 497,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 51,7 ათასი – იურიდიური პირი.

2015 წლის 6 თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 719 კმ შეადგინა, რაც 6,3%-ით (279 კმ-ით) აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 440 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.