ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი უცვლელი დატოვა.

ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა კვლავ 2.2556 ლარად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4696 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4805 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0109 ლარი შეადგინა.