მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდები

Google-მა პირველობა არავის დაუთმო

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა, საუკეთესო რეპუტაციის კომპანიებს შორის პირველობა Google-მა შეინარჩუნა.

FutureBrand Index-ის რეიტინგის თანახმად, „გუგლი“ მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე კომპანიად ისეთ სფეროებში აქტიური საქმიანობისთვის დასახელდა, როგორიც ინოვაციები და აუთენტურობაა.

გამოკითხულთა 50%-მა განაცხადა, რომ „გუგლი“, როგორც ბრენდი, მათთვის შეუცვლელია.

ინდექსში მეორე ადგილი ერგო Apple-ს, ხოლო მესამე პოზიციაზე „მაიკროსოფტი“ აღმოჩნდა.

წელს პირველად, რეიტინგის ათეულში ერთბაშად სამი ფარმაცევტული კომპანია აღმოჩნდა. გასული წლის მეოცე პოზიციიდან მეხუთეზე დაწინაურდა ბიოფარმაცევტული პრეპარატების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Abbvie, ათეულში ასევე მოხვდნენ Gilead და Celgene.

გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ რეიტინგში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებენ ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის „მაიკროსოფტი“ და „სამსუნგი“ პირველ ათეულში დასახელდა.

წლევანდელ რეიტინგში პოზიციები დაკარგეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიც IBM, „ლორეალი“, „პეპსიკო“ და „ამერიკის ბანკი“.