საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ბათუმის პორტი" სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქის კ.გ.-ის კუთვნილ ტვირთში, სკანირების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 38508 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.