დავით ნარმანიას ინფორმაციით, კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ თბილისელებს ტარიფების ზრდის შედეგად არსებულ ნამატს თბილისის მერია სრულად დაუფარავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს კომუნალური ვაუჩერების თემის კომენტირებისას განუცხადა.

"ჩვენ კომუნალური ვაუჩერები გავაორმაგეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. ამ კატეგორიის ადამიანებს იმ ნამატსაც, რომელიც იქნება ტარიფების ზრდის შედეგად, თბილისის მერია სრულად დაუფარავს", - განაცხადა ნარმანიამ.

ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ვაუჩერების გაცემა, თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.