ჩინეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები დაცემას განაგრძობს

ჩინეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები დაცემას განაგრძობს. შანჰაის ინდექსი დღეს კიდევ 1,7 პროცენტით, ხოლო Hang Seng-ის ინდექსი 0,5 პროცენტით დაეცა. ქვეყნის მთავრობა ინვესტორების დამშვიდებას და მათ დარწმუნებას ცდილობს, რომ ბაზარზე ვითარების დასტაბილურების მიზნით გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებს.

ჩინეთის სახალხო ბანკი კი ამტკიცებს, რომ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები უმჯობესდება. ამას გარდა, ჩინეთის ცენტრალური ბანკი პირობას დებს, რომ 50 მილიარდი იუანის (8,05 მილიარდი დოლარის) ინვესტიციას განახორციელებს ქვეყნის საფონდო ბაზარზე ზრდის სტიმულირებისთვის.

ჩინეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები გუშინ 8.5 პროცენტით დაეცა, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.