ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი მსოფლიოში

გერმანული Volkswagen-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი გახდა. "როიტერის" ცნობით, ასეთია 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემები. Volkswagen-მა წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით 5,4 მილიონი ავტომობილი გაყიდა და Toyota-ს გაუსწრო. თავის მხრივ, იაპონურმა ავტოკონცერნმა იგივე პერიოდში 5,02 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

Volkswagen-ის გაყიდვები 10 მილიონი ავტომობილით გაიზარდა, ხოლო ავტომწარმოებლის მოგება თითქმის გასამმაგდა და 12,7 მილიარდი ევრო შეადგინა.