"ოქრო გადადის მოდიდან ისე, როგორც ფართოტოტებიანი შარვალი"

2015 წლის ბოლოსთვის 1 უნცია ოქროს ფასი 1 000 დოლარს ჩამოსცდება. ამის შესახებ ვარაუდს, "ბლუმბერგის" მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, 16 ანალიტიკოსი გამოთქვამს. "ოქრო გადადის მოდიდან ისე, როგორც ფართოტოტებიანი შარვალი. არავის აღარ უნდა მისი ყიდვა. ამიტომაც ჩვენი მოსაზრებით ფასები უახლოეს მომავალში დაეცემა", - განაცხადა ინგლისელმა ანალიტიკოსმა, რობინ ბჰარმა.

ამ ეტაპზე მოვაჭრეები ოქროს გაყიდვას სწრაფ ტემპებში ცდილობენ. ყოველ წელს, პირველადი და გადამუშავებული ძვირფასი მეტალის დაახლოებით 60 პროცენტი სამკაულების დასამზადებლად გამოიყენება. დანარჩენი კი მონეტების და ზოდების სახით იყიდება. ამ დროის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე 1096 დოლარს შეადგენს.