კახა კალაძე: ეროვნული ბანკის კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი როგორც პრეზიდენტს, ისე "ნაციონალურ მოძრაობას" არ წარმოუდგენია

ენერგეტიკის მინისტრ, კახა კალაძის განცხადებით, როგორც პრეზიდენტის, ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვისმენდით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.

რაც შეეხება იმ მორიგ ცვლილებებს, რომელთა განხორციელებასაც კანონში მთავრობა გეგმას, კალაძის თქმით, მასში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები.  "ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ ვისმენდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ ისინი პროექტის ალტერნატივას წარმოადგენდნენ, თუმცა კაბინეტში დღემდე არაფერია წარმოდგენილი. ამ კანონპროექტზე კონკრეტულმა ადამიანებმა ორი თვის განმავლობაში იმუშავეს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. გუშინ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა აზიმ სადიკოვთან, შეჯერებული იყო ის შენიშვნები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ხუთი შენიშვნა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, ვიმუშავებთ და ყველასთვის მისაღები იქნება ეს კანონპროექტი", - განაცხადა კახი კალაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხს მშივიდად და ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან საქმე ბიზნეს სექტორს ეხება.