"როსნეფტი" აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოებს აჩერებს

"როსნეფტი" მზად არის აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ წარმოებული პროექტები შეაჩეროს, ვიდრე დეფაქტო პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის შელფის ტერიტორიაზე ნავთობის დაზვერვასა და მოპოვებაზე შეთანხმების გაფორმების დასაბუთების შესახებ, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"როსნეფტი" ემხრობა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპებს, უდიდესი პატივისცემით ეპყრობა მოძმე აფხაზ ხალხს, ხელისუფლების ორგანოებს, აფხაზეთის კანონმდებლობას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მზად არის შეაჩეროს მოღვაწეობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

"გაზეტა.რუ"-ს ცნობით, ამ დროისთვის კომპანია ახორციელებს რამდენიმე პროექტს აფხაზეთში ბიზნესის განვითარების კუთხით, მათ შორის ნავთობპროდუქტებით მომარაგების ქსელის შექმნას, სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ასევე შავი ზღვის შელფზე გეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებს. ყველა ეს პროექტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ არის მხარდაჭერილი. "სამწუხაროდ, მოვლენათა ამგვარი განვითარება ეკონომიკური მდგომარეობისთვის უარყოფით შედეგებს გამოიწვევს და "როსნეფტს" აიძულებს დააფიქსიროს წაგება. კომპანია იმედოვნებს, რომ აფხაზეთთან თანამშრომლობის პროექტებზე დროულად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, "როსნეფტი" მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ჩადებული სახსრების სამართლიანი კომპენსაციის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.