კლინტონების შემოსავალი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის და მისი მეუღლის, ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონის შემოსავლებმა 2007-2014 წლებში 141 მილიონი დოლარი შეადგინა. "სიენენის" ცნობით, ქონებრივი დეკლარაცია კლინტონებმა გუშინ გამოაქვეყნეს.

შემოსავლებიდან 43 მილიონი დოლარი ჰილარი და ბილ კლინტონებმა გადასახადებში გადაიხადეს. ამას გარდა, რვა წლის განმავლობაში კლინტონების ოჯახმა ქველმოქმედებისთვის 15 მილიონი დოლარი დახარჯა. ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. იგი დემოკრატიული პარტიის კანდიდატია.