ფრანგმა მებაჟეებმა პაბლო პიკასოს ნახატი აღმოაჩინეს

ფრანგმა მებაჟეებმა 27 მილიონ დოლარად შეფასებული პაბლო პიკასოს ნახატი აღმოაჩინეს. "ახალგაზრდა ქალის პორტრეტი" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ შედევრს წარმოადგენს.

"გარდიანის" ცნობით, იგი იმ გემის ბორტზე აღმოაჩინეს, რომელიც კორსიკაში შევიდა. კაპიტნის მტკიცებით, ნახატი მას მისი მფლობელის თანხმობით ესპანეთიდან შვეიცარიაში გადაჰქონდა. თუმცა, მან თანხმობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ვერ წარადგინა. უფრო მეტიც, ნახატთან ერთად საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს დოკუმენტი ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პიკასოს შედევრის ქვეყნიდან გატანა აკრძალულია. ნახატი ესპანელ ბანკირს - ჰაიმე ბოტენს ეკუთვნის.

საფრანგეთის საბაჟო სამსახური ოფიციალური მადრიდისგან ნახატის უკან დაბრუნების შესახებ პასუხს ელოდება.