გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაზე 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა აქრობს. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გასულია 14 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობა.

საღებავების საწყობში ცეცხლი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების განცხადებით, ხანძრის შედეგად ორი პირი დაიკარგა.