მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა

რამდენიმედღიანი ფასის ვარდნის შემდეგ, ნავთობზე ფასი ოდნავ გაიზარდა. „ბლუმბერგის“ ცნობით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 0,44 დოლარით - 50,43 დოლარამდე გაიზარდა. გუშინ „ბრენტის“ ნავთობის ფასმა ბარელზე 49,99 დოლარი შეადგინა.

0,36 დოლარით გაიზარდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 46,11 დოლარი შეადგინა. „ნავთობის ფასის ცვალებადობაზე ძირითადი გავლენა კვლავ აშშ-სა და ოპეკ-ის ქვეყნებში ნავთობის მოპოვების ზრდა იქნება, რომელიც მოთხოვნაზე მეტია“, - აღნიშნა CMC Markets-ის ანალიტიკოსმა რიკ სპუნერმა.