შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული სამკაული ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, "სადახლო-საავტომობილოს" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 4183,27 ლარის ღირებულების, ძვირფასი ლითონებით დამზადებული არადეკლარირებული ნაწარმი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილია: ოქროს ბეჭდები და საყურეები საერთო წონით 47.81გრ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ტვირთის მფლობელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4183,27 ლარის ოდენობით.